მოსკოვმა დღეს გამოაცხადა, რომ ქვეყანაში "ტვიტერის" გამოყენებას ზღუდავს. რუსეთი მიზეზად კომპანიის უარს ასახელებს, ჩამოეხსნა გვერდიდან კრემლის მიერ აკრძალული მასალა.
"როსკომნადზორმა" ასევე თქვა, რომ თუ "ტვიტერი" არ დაემორჩილება რუსეთის კანონმდებლობას, სოციალური ქსელის მომსახურების წინააღმდეგ სხვა ზომებსაც მიიღებენ. კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა მათ შორის "ტვიტერის" სრული აკრძალვაც არ გამორიცხა.
ასევე ნახეთ: რუსეთი ინტერნეტის კონტროლს კიდევ უფრო ზრდისმოსკოვმა ამ მიმართულებით რამდენიმე ზომა მიიღო. მათ შორის, მობილურ აპლიკაციებზე "ტვიტერის" მომსახურების შენელება სახელდება. სოციალურ ქსელს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კრემლის მხრიდან ეს ინტერნეტის შეზღუდვის პირველი შემთხვევა არ არის. ქვეყანაში ბევრი ვებგვერდია აკრძალული, მათ შორის "ლინკდინი" და "დეილიმოუშენი".
ასევე ნახეთ: აქ ცხოვრობს ინტერნეტი