რუსეთის პასუხი USS Ross-ის ბათუმში სტუმრობაზე
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთმა ბათუმში საესკადრო ნაღმოსან USS Ross-ის გამოჩენას, ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნით უპასუხა. გუდაუთიდან ოჩამჩირემდე 3 ათასამდე ოკუპანტი, მძიმე ტექნიკის, ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის კორვეტის გამოყენებით მანევრირებს. ორი რუსული გემი კი ამერიკულ ხომალდს უთვალთვალებს.