რუსეთში ახალი კორონავირუსის დროს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა აღდგეს საერთაშორისო მოგზაურობა. რუსეთის პრემიერი ამბობს, რომ პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ საერთაშორისო მოგზაურობა, სამედიცინო მიზნებისთვის, სწავლისთვის, ახლობელისთვის დახმარების აღმოსაჩენად.
ასევე ნახეთ: ინფიცირების მყარად ზრდის ფონზე, რუსეთი კარანტინს შეამსუბუქებს"ხელი მოეწერა ბრძანებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას სხვა ქვეყანაში მცხოვრები ავადმყოფი ნათესავების მოვლისთვის, სწავლისთვის ან სამსახურისთვის დატოვონ ქვეყანა და მიეცეთ საშუალება გადაადგილდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ," - თქვა რუსეთის პრემიერ მინისტრმა. მიშუსტინი თავადაც კოვიდ19-ით იყო დაავადებული ის ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.
ასევე ნახეთ: "ბატონო პრეზიდენტო კორონავირუსი დამიდასტურდა,"- მიშუსტინი პუტინს მიმართავსრუსეთში საკარანტინო შეზღუდვები 30 მარტს დაწესდა და აიკრძალა საერთაშორისო ფრენები.
მოსკოვში, რომელიც რუსეთში კოვიდ19-ის პანდემიის ეპიცენტრი იყო, შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად იწყება. მოიხსნა თვითიზოლაციის რეჟიმი და საგანგებო მდგომარეობა. 16 ივნისიდან კი რუსეთის დედაქალაქში რესტორნები გაიხსნება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.
ასევე ნახეთ: პოლიაკოვა: რუსეთისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსვლა უფრო რთული იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვისპარალელურად კი რუსეთში კრემლი ავრცელებს ინფორმაციას დაინფიცირებულთა მატების შესახებ. ამ დროისთვის რუსეთის 476 658 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ მონაცემებით რუსეთი მსოფლიო რუკაზე მესამე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგ კი ბრაზილიაა.
ასევე ნახეთ: "კრემლის ოკუპაცია" - პუტინის უვადო მმართველობამდე ერთი ნაბიჯი რჩებამიუხედავად, იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით რუსეთში მონაცემები იზრდება, მოსკოვში დაინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო. პანდემიის მიუხედავად კი, რუსეთში რამდენიმე კვირაში რეფერენდუმი გაიმართება, სადაც რუსებმა უნდა გადაწყვიტონ დარჩება თუ არა პუტინი თანამდებობაზე "უვადოდ" 2036 წლამდე.
ასევე ნახეთ: იზოლაციაში მყოფი პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება