ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში ახალი კორონავირუსის 29 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს რეკორდული დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა რაოდენობა 493-ით გაიზარდა.
ასევე ნახეთ: პანდემიის ერთი წელი ევროპაშირუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე, ქვეყანაში კორონავირუსით 2.8 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა კი, დაახლოებით, 51 000 ადამიანია.
ამ ფონზე, დეკემბრის დასაწყისიდან, მოსკოვში დაიწყო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ მასობრივი ადმინისტრირება. თავდაპირველად აცრა უტარდებათ სამედიცინო და სოციალური დარგების მუშაკებს, ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებს და ხანდაზმულებს.
რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, „სპუტნიკ V“-ის ეფექტურობა 95%-ს აღემატება. რუსეთს მსოფლიოს სამედიცინო და საექსპერტო წრეებისთვის ვაქცინის ზემოქმედების შედეგები დღემდე არ გაუზიარებია, რის გამოც, ვაქცინის დამოუკიდებელი შეფასება არ მომხდარა.