ძლიერი ხელის გარეშე დარჩენილი რუსეთი ყოველთვის არასტაბილურობისკენ იხრებოდა.
ანალიტიკური გამოცემა სტრატფორი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს. გამოკვლევის პირველი ნაწილი ხელისუფლების სათავეში პუტინის აღზევების პერიოდს ეხება.
ისტორიულად რუსეთის წინაშე ყოველთვის არსებობდა წარმატებული მმართველობის სისტემის შექმნის დილემა, რომელიც ძლიერ ავტოკრატიულ ლიდერზე იქნებოდა მორგებული.
ძლიერი ხელის გარეშე დარჩენილი რუსეთი ყოველთვის არასტაბილურობისკენ იხრებოდა. ამ ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორიის მართვა, დაუცველი საზღვრების, მტრულად განწყობილი მეზობლების და მოსახლეობის შემცირების პირობებში თითქმის შეუძლებელია, თუ ქვეყანა ძლიერი ლიდერის გარეშეა დარჩენილი.
რუსეთის ისტორიაში აღმავლობის ხანა ყოველთვის ემთხვევა ქვეყნის საათავეში ძლიერი პიროვნების მოსვლას. ივანე მრისხანე, პეტრე დიდი, ეკეტერინე, ალექსანდრე მეორე და სტალინი სწორედ ამგვარი ლიდერები იყვნენ. ზოგიერთებს ვლადიმირ პუტინი ამ მოღვაწეების მსგავს ლიდერად წარმოუდგენიათ.
ძალაუფლების შეცვლის პროცესი დიდი არეულობით ხასიათდება, რასაც რუსეთში „სმუტას“ უწოდებენ. მე-16 საუკუნეში, როდესაც ივანე მრისხანემ თავისი მემკვიდრე მოკლა, რუსეთი შინა ომების ჭაობში ჩაეფლო. იგივე განმეორდა 1924 წელს, ლენინის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაში იოსებ სტალინმა ყველა მეტოქე დაამარცხა ლევ ტროცკის მეთაურობით, რომელიც ქვეყნიდან გაძევების შემდეგ მოკლეს. 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვი და ლავრენტი ბერია დაეჯახნენ ერთმანეთს. რაც ამ უკანსკნელის დაღუპვით დასრულდა.
რუსეთის ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინი 1999 წელს მოვიდა. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ქაოსმა მოიცვა, რუსეთი დაშლის პირას იყო მისული. სულ რამდენიმე წელიწადში რუსეთმა დაკარგა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სატელიტურ ქვეყნებზე თავისი გავლენა. დაკარგა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებმაც რუსეთის ირგვლივ ერთგვარი ბუფერი შექმნეს. ჩრდილოეთ კავკასიაში სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა, რომელიც რუსეთის იმპერიას საბოლოო დაშლით ემუქრებოდა. რუსეთის ბუნებრივი რესურსები და სრატეგიული ობიექტები უცხო სახელმწიფოების ფინანსურმა სტრუქტურებმა და ბორის ელცინის დროს აღზევებულმა ოლიგარქებმა დაისაკუთრეს.
ენერგეტიკის სექტორში ნავთობის მოპოვება 1988 წლიდან 1996 წლამდე დღეში 11,4 მილიონი ბარელიდან 6 მილიონ ბარელამდე შემცირდა. ასეთ პირობებში ბიუჯეტის შევსება შეუძლებელი გახდა და ელცინის ხელისუფლებამ თავდაცვის და სოციალური სფეროს დაფინანსება მინიმუმამდე შეამცირა. 90-იანი წლების მიწურულს რუსეთი უმძიმეს ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. ინფლაციამ ქვეყანაში 84%-ს მიაღწია.
ამ დროისთვის რუსეთს ორი ძლიერი კლანი მართავდა. ეს იყო ძალოვანების დაჯგუფება, რომელსაც უშიშროების სამსახურის უმაღლესი რანგის ოფიცრები ედგნენ სათავეში და ე.წ. ოჯახი, რომელიც პრეზიდენტ ბორის ელცინის ფავორიტებისგან შედგებოდა. შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდა მესამე დაჯგუფებას, რომელსაც პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი ედგა სათავეში. ამ კლანის წევრები რეფორმატორები და უშოშროების სამსახურის ყოფილი აგენტები იყვნენ.
ძალოვნების კლანს ელცინმა სწორედ პეტერბურგის დაჯგუფების წარმომადგენელი ვლადიმირ პუტინი დაუპირისპირა. ვლადიმი პუტინმა, მისი მენტორის ანატოლი სობჩაკის დახმარებით კარგად აითვისა ძალაუფლების დაბალანსების პოლიტიკა. პუტინმა ე.წ. „სილოვიკები’’ და ოჯახის მხარდამჭერი ლიბერალები ერთ გუნდში გააერთიანა რუსეთის სახელმწიფოს ძლიერების აღდგენის ლოზუნგით. მან მოახერხა ეკონომიკური სისტემის სტაბილიზაცია, რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და პოლიტიკური ოპოზიციის დამარცხება ჩრდილოეთ კავკასიიდან მომავალი საფრთხის აღკვეთასთან ერთად. ამ წარმატებების ფონზე პუტინმა მოახერხა ძალაუფლების კონსოლიდაცია და მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერის მოპოვება.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინმა ლიბერალი მედვედევის კანდიდატურას დაუჭირა მხარი ძალოვანების საპირისპიროდ, თუმცა მედვედევის პრეზიდენტობის დროს რუსეთის ხელისუფლებაში არსებულმა დაპირისპირებამ კიდევ უფრო გაამძაფრა გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგები.
2012 წლის არჩევნებზე ვლადიმირ პუტინი დაბრუნდა პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ მის მიერ აგებული სახელმწიფო სისტემა ფუნდამენტური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდა და ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.