თურქეთის პრემიერთან მოლაპარაკება სირიის საკითხებზე უშედეგოდ დასრულდა
ანკარას და მოსკოვს შორის სირიაში მიმდინარე კრიზისის დარეგულირების თაობაზე პრინციპული უთანხმოებაა. პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი რუსეთს სირიის მთავრობის ხელშეწყობისთვის მკაცრად აკრიტიკებს. თუმცა, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინი შეეცადა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისგან თავი შორს დაეჭირა. ოღონდ ეს ისე გააკეთა, რომ სირიის ხელისუფლების ქმედების დაგმობას, თავი აარიდა. პრეზიდენტის განცხადებით, ის დამასკოს რეჟიმის დამცველი არ არის:
„ამის შესახებ მე არაერთხელ განვაცხადე. ჩვენ სირიის მთავრობის ადვოკატები არ ვართ. სხვა რამ გვაშფოთებს: რა მოელის სირიას? არ გვინდა იმ შეცდომების გამეორება, რაც წარსულში მოხდა. გახსოვთ, როგორ უწყობდა ხელს დასავლეთი ლიბიელ ამბოხებულებს? ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ იგივე ხალხის ხელით, რომელსაც დასავლეთი მხარში ედგა, ამერიკის ელჩის ტრაგიკული მკვლელობა განხორციელდებოდა“?
უმაღლესი დონის შეხვედრის წინ რუსეთის საელჩოსთან სტამბოლში ასობით მომიტინგე შეიკრიბა. მათ პლაკატებზე სირიაში რუსეთის პოლიტიკის დამგმობი ლოზუნგები იყო გამოსახული. დემონსტრაციის მონაწილეები პუტინის საწინააღმდეგო სლოგანებს გაჰყვიროდნენ.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ რუსეთის მთავრობა სირიის ხელისუფლების მთავარ მოკავშირედ მიაჩნიათ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ერთად სირიაში რევოლუციის ჩახშობას ცდილობს.
თურქი ხალხის დამოკიდებულების მიუხედავად, პრემიერმა ერდოღანმა პრინციპული უთანხმოებები დროებით გვერდზე გადადო და პუტინთან პირისპირ სირიის კრიზისის დარეგულირების გზებზე ისაუბრა. თურქეთის ლიდერმა სირიაში „სტაბილურობის და დემოკრატიის“ განმტკიცების აუცილებლობას გაუსვა ხაზი:
„ჩვენი ქვეყნისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რეგიონის და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია ჩვენს მეზობელ სირიაში ერთხელ და სამუდამოდ სტაბილურობა და დემოკრატია დამყარდეს. სირიელი ხალხის ნება უზენაესი უნდა იყოს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არის ჩვენი და ჩვენი რუსი მეგობრების საერთო მიზანი“.
პრეზიდენტ პუტინისთვის სტამბოლის შეხვედრა ბოლო ორი თვის მანძილზე პირველი საერთაშორისო ვიზიტი იყო. პრემიერ ერდოღანთან მისი მოლაპარაკება ჯერ კიდევ ოქტომბერში იგეგმებოდა, თუმცა მოგზაურობა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. საერთაშორისო მედია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სპეკულირებდა.
ამასობაში, ბოლო თვენახევრის მანძილზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა. რუსეთმა პროტესტი გამოხატა თურქეთის მიერ მოსკოვი-დამასკოს რეისის შეჩერების გამო. ამის მიზეზი ანკარას დაზვერვის მონაცემები გახდა, რომელმაც ჩათვალა, რომ თვითმფრინავით სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ.