ბოლო კვირებში დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირის შესახებ მიმდინარე გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავიდა.
ამ გამოძიების შედეგების მოლოდინი 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ განსაკუთრებით იზრდება, რადგან დიდია შიში, რომ შეიძლება წელსაც იგივე განმეორდეს.
მათი მიზანი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში უთანხმოების დათესვა და საზოგადოების მიერ დემოკრატიისადმი რწმენის შესუსტება, ჩვენ მათ გამარჯვების საშუალება არ უნდა მივცეთ.როდ როსენშტეინი
ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ოთხშაბათს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სადაც თავი კვლავ უდანაშაულოდ გამოაცხადა იმ ბრალდებებშიც, რომლებიც მას სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის გუნდმა ცოტა ხნის წინ წარუდგინა.
გასულ კვირას რიკ გეითსმა, მანაფორტის ყოფილმა მოადგილემ, რომელსაც მსგავს დანაშაულებში ედება ბრალი, თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ მანამდე სიმართლეს არ ამბობდა და ახლა გამოძიებასთან თანამშრომლობს.
რობერტ მალერის გამომძიებლებმა რუსეთის 13 მოქალაქე დაადანაშაულეს 2016 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში. გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როსენშტეინმა თქვა: „მათი მიზანი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში უთანხმოების დათესვა და საზოგადოების მიერ დემოკრატიისადმი რწმენის შესუსტება, ჩვენ მათ გამარჯვების საშუალება არ უნდა მივცეთ."
ასევე გრძელდება დაკითხვები კონგრესშიც. ბოლოს კონგრესის კომიტეტმა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიებას ატარებს, ტრამპის დიდი ხნის თანაშემწე - ჰოუპ ჰიკსი დაკითხა. ჰიკსმა წარმოამდგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრების რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
მე კვლავ მჯერა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც მე მიმუშავია ან ვიმუშავებ მთელი ჩემი საჯარო სამსახურის განმავლობაში. სიმართლის სააშკარაოზე გამოტანა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.მარკ უორენი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი განაგრძობს ამ გამოძიების დელიგიტიმაციას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ „კუდიანებზე ნადირობაა“. მან ამ კვირაში ამ თემაზე რამდენჯერმე დაწერა „ტვიტერზე“.
„მათ ეს სიცრუის ღრუბელი აგდააფარეს ადმინისტრაციას, ჩვენს მთავრობას“, - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გასულ თვეში. „ამან დააზარალა და კვლავ აზარალებს ჩვენს ადმინისტრაციას. ეს დემოკრატების ფანტაზიაა“, - ამბობდა პრეზიდენტი.
თუმცა დემოკრატები მის შეხედულებას უარყოფენ. სენატის დაზვერვის კომიტეტის წარმომადგენელი - დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა:
"მე კვლავ მჯერა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც მე მიმუშავია ან ვიმუშავებ მთელი ჩემი საჯარო სამსახურის განმავლობაში. სიმართლის სააშკარაოზე გამოტანა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი", - ამბობს სენატორი.
ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი კოსტას პანაგოპოლუსი ამბობს, რომ ეს გამოძიება ამრთლაც შეიცავს მნიშვნელოვან საფრთხეებს, რადგან არავინ იცის, როგორი შედეგით დასრულდება ის პრეზიდენტისთვის.
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ჯონ ჰადაკი კი ამბობს, რომ თუკი 2018 წლის ნოემბერში რესპუბლიკელები სენატის ან წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლო წლები განსაკუთრებით რთული იქნება.
პრეზიდენტ ტრამპის მოწონების რეიტინგი ბოლო გამოკითხვებით დაახლოებით 40 %-ია. შუალედური არჩევნების წინ, პრეზიდენტი, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლები უჭერს მხარს, შეიძლება "პრობლემა" გახდეს პარტიისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს.