მედვედევი და ასიფ ალი ზარდარი დღეს კრემლში შეხვდნენ ერთმანეთს

მედვედევი და ასიფ ალი ზარდარი დღეს კრემლში შეხვდნენ ერთმანეთს

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და მისი პაკისტანელი კოლეგა ასიფ ალი ზარდარი დღეს კრემლში შეხვდნენ ერთმანეთს და რთობლივი ძალებით ტერორიზმთან და ნარკო ტრაფიკინგთან ბრძოლის პირობა დადეს.

რუსეთის ლიდერმა უმაღლესი დონის შეხვედრისას ხაზი გაუსხვა ორმხრივი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშრისო ტერორიზმის საფრთხის დასაძლევად- რასაც მედვედევმა ოცდამეერთე საუკუნის უდიდესი ბოროტება უწოდა.

მედვედევი მიესალმა ბინ ლადენის ლიკვიდირების ცნობას, და თქვა, რომ ამ ფაქტს პირდაპირი გავლენა ექნება რუსეთის უსაფრთხოებაზე.

ბინ ლადენის ლიკვიდირების შემდეგ, პაკისტანმა შეშფოთება გამოქვა იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკულმა ძალებმა რეიდი ისლამაბადის წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ დმიტრი მედვედევს აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ ალ ყაიდას ტერორისტული ქსელი რეგულარულად გზავნის ემისრებს რუსეთში.