რუსეთმა ბულავას ტიპის რაკეტა გამოცადა

რუსეთმა ბულავას ტიპის რაკეტა გამოცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსმა სამხედროებმა წარმატებით განახორციელეს ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტის გამოცდა. კრემლი იმედოვნებს, რომ ეს რაკეტები მომავალში მისი ბირთვული არსენალი გახდება. ბულავას ტიპის რაკეტის გაშვება, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში კამჩატკას ნახევარკუნძულზე მოხდა. გაშვებულმა რაკეტამ სამიზნეს 6000 კილომეტრის მანიძლზე მიაღწია. ბულავას ტიპის რაკეტით რუსული წყალქვეშა ნავები აღიჭურვება.