ხოდორკოვსკი პოლიტიკური მიზეზებით დააკავეს

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხეილ კასიანოვი აცხადებს, რომ ხოდორკოვსკი პოლიტიკური მიზეზებით დააკავეს. კასიანოვი 2003 წელს მაშინ ასრულებდა პრემიერის მოვალეობას, როდესაც იმ დროისთვის რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკი დააპატიმრეს. ყოფილმა პრემიერმა ჩვენება მისცა მოსკოვის სასამართლოს. მან განაცხადა, რომ ხოდორკოვსკი უბრალოდ ვერ შესძლებდა იმ რაოდენობით ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლის მითვისებას რაც მას დააბრალეს. ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი პლატონ ლებედევი უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ მათი საქმე კრემლის შეკვეთითაა შეთითხნილი.