მოსკოვი აცხადებს, რომ ნატოსა და უკრაინის საზღვაო წვრთნების ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს ესპანურ გემს, რომელიც შავ ზღვაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: პოლიტიკურმა ლიდერებმა დაგმონ ძალადობასამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ესპანეთის გემი შავ ზღვაში ოთხშაბათს შევიდა წინასწარ დაგეგმილ ნატოს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობისთვის. ორკვირიანი „ზღვის ნიავი 2021“ ივნისის ბოლოს დაიწყო და მასში 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც მონაწილეობს.
ასევე „ინტერფაქსის“ განცხადებით, ორმა რუსულმა სუ-30 სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავი "პოსეიდონი" საკუთარი ტერიტორიული წყლებიდან გამოაცილა. ამ ინფორმაციას სააგენტო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.