რუსული საინფორმაციიო სააგენტოები აცხადებენ, რომ სამოქალქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო განიხილავს განაჩენს, რომელიც ნავთობკომპანია იუკოსის ყოფილ მფლობელს მიხეილ ხადარკოვსკის გამოუტანეს.
იტარტასის სააგენტომ გაავრცელა საბჭოს წევრის თამარა მორშაკოვას განცხადება,რომლის თქმითაც ექსპერტთა ჯგუფი გეგმავს მიხეილ ხოდარკოვსკისა და მისი პარტნიორის პლატონ ლებედევის წინააღდმეგ 2007 აღძრულ საქმეს გადახედოს. მორშაკოვას განცხადებით, საბჭოს მიაჩნია,რომ მსგავსი სიმძიმის საქმეების გადახედვა აუციელებლობად უნდა იქცეს.