რუსეთში ომიკრონი სწრაფად ვრცელდება. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 180 071 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 661 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც რუსი სპეციალისტები ამბობენ, ბოლო პერიოდში სიკვდილობის მაჩვენებელი კლებულობს.
მაგალითისთვის, თუ 6 იანვარს ახალი კორონავირუსით 796 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა 661 შეადგენს.
სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირების პარალელურად, კრემლში მიაჩნიათ, რომ დაწესებული შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს და ზოგიერთი მათგანი სრულად უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ, გასულ კვირას პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მთავრობა შეზღუდვების ნაწილს უახლოეს პერიოდში გააუქმებს.
აქვე ვლადიმირ პუტინმა ბიზნესს მიმართა და თქვა, რომ რუსეთში ჩაკეტვები ან შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება.
ამ დროისთვის, კრემლის მიერ გავრცელებული მონაცემებით სულ რუსეთში კოვიდ19 12.8 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 335 414 აჭარბებს.