რუსეთი ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სისტემის გატეხვას შეეცადა

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკის მთავრობის კონტრაქტორი დააკავა, რომელიც საიდუმლო ინფორმაციის მედიისთვის გადაცემაშია ეჭვმიტანილი. ონლაინ-გამოცემა “ინტერსეპტში” გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ამომრჩეველთა სარეგისტრაციო კომპიუტერული სისტემის გატეხვას ცდილობდა.

დაკავებული ჯორჯიის შტატში მცხოვრები 25 წლის ქალია და მისი სახელია რეალითი ლეი უინერი. გამოძიების მონაცემებით, საიდუმლო დოკუმენტის ნახვის საშუალება სულ 6 ადამიანს ჰქონდა. მათ შორის იყო უეინერიც, რომელსაც მედიის საშუალებებთან ინტერნეტით მიმოწერა ჰქონდა.