რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ალექსანდერ ლუკაშევიჩი- „ქართულმა საზოგადოებამ ცვლილებას მისცა ხმა.“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1 ოქტობერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დარეგულირდება.

სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდერ ლუკაშევიჩმა დღეს განაცხადა, რომ „ქართულმა საზოგადოებამ ცვლილებას მისცა ხმა.“ მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ საქართველო რუსეთთან „კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ ურთიერთობას დაამყარებს.“

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და ოპოზიციას მთავრობის ფორმირებაში დახმარება აღუთქვა. სააკაშვილი პრეზიდენტის ამპლუაში მომავალ წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩება.

ივანიშვილი იმედს იტოვებს, რომ ახლო ურთიერთობას დაამყარებს როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთის ქვეყნებთან. მისივე თქმით, ის არ აპირებს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის კურსის შეცვლას.