რუსეთის გაზის მწარმოებელმა გაზპრომმა დღეს განაცხადა, რომ წლის პირველი კვარტლის მოგება ძირითადად ევროპული გაყიდვების შედეგია. გაზპრომის პირველი კვარტლის მოგებბა 42 პროცენტით არის გაზრდილი და 16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ანალიტიკოსთა პროგნოზს აღემატება. გაზპრომი, რომელიც რუსეთში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა, მსოფლიოში გაზის წარმოების 14 პროცენტს ფლობს. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გაზპრომის მმართველი საბჭოს წევრი იყო.