რუსეთმა ადამიანის უფლებების აქტივისტი ბუნდოვანი “უცხოეთის აგენტების” კანონმდებლობით გაასამართლა. ჰიუმან რაითს ვოჩის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ კანონით აქტივისტი გასამართლდა.
ადამიანის უფლებათა დამცველ ვალენტინა ჩერევატენკოს “უცხოელი აგენტების” კანონის დაუმორჩილებლობისთვის განაჩენი კრიმინლურმა სასამართლომ გამოუტანა.
რუსეთის მთავრობის განცხადებით, ჩერევატენკომ იცოდა, რომ მას ორგანიზაცია “უცხოური აგენტის” სტატუსით უნდა დაერეგისტრირებინა, რადგან ის ქვეყნის გარედან ფინანსდებოდა.
“უცხოეთის აგენტის” კანონი რუსეთმა 2012 წელს მიიღო და მას საერთაშორისო დაფინანსების მქონე ორგანიზაციების შესავიწროვებლად იყენებდა.