მოსკოვის ერთ-ერთ სცენაზე გამოსვლის დროს ტრადიციულ ხალხურ ტანსაცმელში გამოწყობილი ასაკოვანმა ქალბატონებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. მოყვარული მუსიკოსებით დაკოპლექტებულ გუნდს ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა ხვდა წილად.
ამ 8 ქალბატონმა, ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის მიღების 24 სხვა მსურველს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია; მათ შორის იყო, 2008 წლის ევროვიზიის გამარჯვებული, ცნობილი პოპ ვარსკვლავი - დიმა ბილანი.
დაახლოებით 75 წლის ბებიებმა ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიის მეშვეობით, რომელსაც უდმურტულ და ინგლისურ ენაზე -„მოდი, ვიცეკვოთ“ - შეძახილები მოსდევდა დარბაზი გააოცეს. ეს ქალბატონები რუსეთის სოფლის ბურანოვოს მაცხოვრებლები არიან. უდმურტული ენა ფინური ენის მონათესავეა. ამ ენაზე, ამჟამად, რუსეთში დაახლოებით 500, 000 ადმიანი საუბრობს.
ბებიები, წითელ, მწვანე, და თეთრ კოსტუმებში გამოწყობილი მაყურებელს ცეკვით და ღიმილით ესალმებოდნენ.
რუსეთის ტელე-წამყვანმა ოლგა შელესტმა, ბურანოველი ბებიების გამოცხადებისას აღნიშნა რომ მათ ალბათ, ამ გამოსვლის შემდეგ, სპეციალური სარეკლამო კამანიის ჩატარება აღარ დასჭირდებათ.
„ისინი მხოლოდ დამწყები მსახიობები არიან, რომლებსაც არც საკონცერტო მოგზაურობა აქვთ, არც ტელევიზორში ჩანან ხშირად და არც მუსიკალურ კლიპებში იღებენ.“
როგორც ჩანს ეს ფაქტი მოსკოველ ვიქტორიას სრულებითაც არ აწუხებს. მისთვის ბებიების ანსაბლი რუსეთის ნადვილ კულტურასა და ტრადიციას განასახიერებს:
„მათ თავიანთი ტრადიციული შესრულებით შეუძლიათ გამარჯვების მოპოვება. რუსეთის კულტურა დავიწყებას არ უნდა მიეცეს.“
იგივეს ფიქრობს 65 წლის გალინა გეორგიევნაც:
„შანსი უეჭველად არსებობს. ძალიან კარგია რომ ასაკის მიუხედავად ბებიებმა სცენაზე გამოსვლა შეძლეს.“
ბებიების თქმით კი, ევროვიზიის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი თავიანთ პატარა ქალაქში ეკლესიას ააშენებენ.