უცნობმა თავდამსხმელმელებმა რუსი გარემოს დამცველი სასტიკად სცემეს

რუს გარემოს დამცველთა ჯგუფი აცხადებს, რომ ხუთშაბათ საღამოს, ქალაქ კრასნოდარში, ნიღბიანი პირები მათ ლიდერს დაესხნენ თავს.

ანდრეი რუდომახა, ჩრდილოეთ კავკასიის გარემოს დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის თავის ქალის და ცხვირის მოტეხილობით მოათავსეს.

რუდომახა და რამდენიმე აქტივისტი, რუსეთის შავი ზღვის რეგიონიდან ბრუნდებოდა, სადაც მათ უკანონო მდიდრული მშენებლობა დააფიქსირეს.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ინციდენტს იძიებს.

გარემოს დამცველთა ამ ჯგუფის ზოგიერთმა გამოძიებამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, მიწის უკანონო მიტაცების ფაქტები გამოავლინა.