რუსეთის ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო მხარდაჭერა უკვე მოიპოვა და რომ აუცილებელი 500 ხმის ნაცვლად, მას მხარს 725 ადამაიანი უჭერს.
„ამ არჩევნებში გამარჯვებას ვაპირებთ, ჩვენ შეგვიძლია მთავრობას წარმატებით დავუპირისპირდეთ. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას ვითხოვთ. თუ მე და ჩემი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შევძლებთ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთში ამომრჩევლების დიდი ნაწილი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს,“ განაცხადა ნავალნიმ.
ნავალნის მხარდამჭერი აქციები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმართა. 2018 წლის მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საარჩევნო კომისიამ ნავალნის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა და მიზეზად წარსულში პატიმრობა დაასახელა, რასაც ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ნავალნი სამჯერ იყო დაკავებული შეკრების და გამოხატვის კანონის დარღვევისთვის.