რუსეთში არჩევნების შედეგების გაყალბებას გმობენ

هونه‌رمه‌ند ڕێکان ئه‌حمه‌د سه‌یدا

რუსეთის პოლიციას დაახლოებით 250 ადამიანი ჰყავს დაკავებული, რომელებიც ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უპრეცედენტო დემონსტრაციის დროს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები არჩევნების შედეგების გაყალბებას გმობენ. ამერიკის დიპლომატიური კორპუსი რუსეთის მოქმედებებს აკრიტიკებს. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არც ტავისუფალი იყო და არც სამართლიანი. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თითქმის ყველა დაკავებული დემონსტრანტი კვლავ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში იმყოფება. მათ შორისაა ილია იაშინი, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური წევრია. მას მოსკოვის სასამართლომ დაკავებიდან რამდენიმე საათში 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედება.

მოსკოვის გარდა დემონსტრაციები გაიმართა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. მათ შორის იყო სანქტ პეტერბურგი, სადაც პოლიციამ 120-მდე ადამიანი დააპატიმრა.

საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული რაზმები გაგზავნა დემონსტრაციების ადგილზე წესრიგის დასაცავად.

ამერიკის სახელმწიფო მნივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა „სერიოზულადაა შეშფოთბული“ საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევებით.

რუსეთის პრეზიდენმტ დმიტრი მედვედევმა არჩევნებს „სამართლიანი, პატიოსანი და დემოკრატიული“ უწოდა.