გამოძიების შეკითხვები ნავთობკომპანია "იუკოსს" შეეხებოდა
რუსეთის წამყვანმა ეკონომისტმა სერგეი გურიევმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც საგამოძიებო სამსახურებმა დაკითხეს. როგორც გურიევმა განაცხადა, მან ამჯობინა თავისუფლება გამუდმებით შიშში ცხოვრებას, თუმცა პრეზიდენტი პუტინი მას არ დაუდანაშაულებია.
მოსკოვის წამყვანი ეკონომიკის სკოლის ხელმძღვანელმა ქვეყნის დატოვება დაკითხვიდან ერთი თვის თავზე გადაწყვიტა. გამოძიების შეკითხვები ნავთობკომპანია "იუკოსს" შეეხებოდა. ამ კომპანიის დამფუძნებელი კი მიხეილ ხოდორკოვსკია, რომელიც პუტინის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. ხოდორკოვსკი თაღლითობის ბრალდებით 2005 წლიდან პატიმრობაში იმყოფება .