ახალი დუმის პირველი სხდომის დღე დაინიშნა

ახალი დუმის პირველი სხდომის დღე დაინიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ახლად არჩეული პარლამემნტის პირველი სესიის დღე გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს გაყალბებული არჩევნების გამო.

სამშაბათს პრეზიდენტი პარლამენტში მოხვედრილი პარტიების ლიდერებს შეხვდა და დუმის პირველი სესიის თარიღად 21 დეკემბერი გამოაცხადა. ამ ფონზე ოპოზიცია და საერთაშორისო დამკვირვებლები 4 დეკემბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ოპოზიცია შედეგების გაუქმებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

თავის მხრივ დარღვევების მკაცრ გამოძიებას პრეზიდენტი მედვედევი სასამართლოსგან და საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს.