რუს მძლეოსნებს შეიძლება დისკვალიფიკაცია მოუხსნან

სპორტული ფედერაციების საერთაშორისო ასოციაცია 17 ივნისს რუსი მძლეოსნების დისკვალიფიკაციის საკითხის გადასაწყვეტად იკრიბება. ვენაში დაგეგმილ შეხვედრაზე გადაწყდება, მოეხსნებათ თუ არა მათ სახელმწიფოს სპონსორობით დოპინგის სისტემატური მიღების ბრალდებით გათვალისწინებული აკრძალვა.

თუკი დისკვალიფიკაციის ვადა აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა, რუსეთის ნაკრები ბრაზილიაში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადას გამოტოვებს. ასოციაციის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას მოახდენს ის, თუ რამდენად შეეცადა რუსეთი დოპინგის გამოყენების პრობლემისგან გათავისუფლებას. მოსკოვი საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს ბრალდებას ორგანიზებული დამნაშავეობრივი სქემის გამოყენების თაობაზე დღემდე უარყოფს.