კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის ქვეყნის ელექტრომომარაგების ქსელზე, „ახალ დარტყმებს გეგმავს“. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა ტემპერატურის ვარდნის ფონზე, მეტი ელექტროდეფიციტისთვის მოემზადნონ.
„ჩვენ გვესმის, რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს გეგმავენ. ფაქტობრივად, ეს ჩვენ ვიცით და ვიდრე რაკეტები აქვთ, სამწუხაროდ, ისინი არ დამშვიდდებიან“ - განაცხადა ვოლოდომირ ზელენსკიმ, უკრაინის მოსახლეობისადმი ღამის მიმართვაში.
ასევე ნახეთ: "რუსეთი ჩვენ ვერ გაგვტეხს" - ზელენსკისამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების გაერიანებული საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ რუსული ხომალდი, რომელსაც ფრთოსანი რაკეტების გასროლა შეუძლია, შავ ზღვაში ახლახანს გადაადგილდა.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ მზადება მიმდინარეობს. სავარაუდოა, რომ კვირის დასაწყისში, ასეთ თავდასხმებს ვიხილავთ“ - განაცხადა ჰუმენიუკმა.
ამ ფონზე, კრემლი უარყოფს, რომ რუსული ძალები, სამხრეთ უკრაინაში, ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადება. კრემლის სპიკერი აცხადებს, რომ ელექტროსადგური რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო და ასეც დარჩება.
„არ არის საჭირო ნიშნების ძებნა იქ, სადაც არ არის და არ შეიძლება იყოს“ - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, 28 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო ფირმის ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის მიერ, 27 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, არსებობს ნიშნები, რომ რუსული ძალებს შესაძლოა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური დაეტოვებია. რუსეთმა, ატომური ელექტროსადგური უკრაინაში ხელახალი შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომი წამოწყებიდან მალევე დაიკავა. სადგურის ირგვლივ მომხარი განმეორებითი აფეთქებები, ბირთვული კატასტროფის შიშს ქმნის.
ასევე ნახეთ: ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს მინისტერიალზე საქართველოცაა მიწვეულიკიევში, კი მოსახლეობა, ტემპერატურის ვარდნის ფონზე, რუსული თავდასხმებით გამოწვეულ უშუქობასა და გათბობის არქონას უმკლავდება. 27 ნოემბერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო გააკრიტიკა და თქვა, რომ მან მოსახლეობის დასახმარებლად საკმარისი არ გააკეთა. კლიჩკო პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთის სამხედრო კამპანიის ფონზე კრიტიკა უადგილოა.
კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება, რუსული ძალებისგან ახლახანს გათავისუფლებული ქალაქი ხერსონი. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება იქ მოსახლეობის, დაახლოებით, 5%-ს აღუდგა.
28 ნოემბერს, დაზვერვის ყოველდრიურ განახლებაში, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხეროსნი რუსული არტილერიით ყოველდღიურად იბომბება.
„ქალაქი დაუცველია, რადგან ის რუსული საარტილერიო სისტემების უმრავლესობის ზოლში რჩება, რომელიც ახლა დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან ისვრის, ახლადკონსოლიდირებული თავდაცვის ხაზების უკანა მხრიდან“ - ნათქვამია სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებულ, ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
Your browser doesn’t support HTML5