რუსეთი აცხადებს, რომ უკანასკნელ 24 საათში კოვიდ-19-ით 780 ადამიანი გარდაიცვალა, ეს პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელია.
კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 24,702 მიაღწია, კორონავირუსის კრიზისის სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით. ქვეყანაში ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, კოდივ-19-ის 5.7 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილი 144,492 ადამიანი. მოსკოვში, სადაც მერი აცხადებს, რომ ვითარება სტაბილურდება, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 4991 შემთხვევა დაფიქსირდა.
ასევე ნახეთ: რუსეთი შავ ზღვაში ესპანურ გემს თვალს ადევნებსკრიტიკოსები ამბობენ, რომ რეალური მონაცემები სავარაუდოდ ოფიციალურს მნიშვნელოვნად აღემატება.
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის სწრაფ ზრდას უმკლავდება, რასაც დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ. ამ დროისთვის ქვეყანაში, მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტია აცრილი. ვაქცინაციის დაბალ ტემპს, „სპუტნიკ ვის“ ვაქცინის მიმართ უნდობლობაც იწვევს.
ასევე ნახეთ: სიკვდილობის მაჩვენებელმა ზრდა 10-კვირიანი კლების შემდეგ ისევ დაიწყომიუხედავად შემთხვევების ზრდისა, კრემლი ამბობს, რომ არ გეგმავს კიდევ ერთი ჩაკეტვის, „ლოქდაუნის“ გამოცხადებას ეროვნულ დონეზე.