პარასკევს, რუსეთმა და ჩინეთმა იაპონიის ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა გაიარეს პრაქტიკა, თუ როგორ გაუმკლავდნენ მტრის მოცურავე ნაღმებს საარტილერიო ცეცხლით.
ასევე ნახეთ: პუტინი ამბობს, რომ რუსეთი გაზს იარაღად არ გამოიყენებს და ევროპას დაეხმარებასაბრძოლო წვრთნები ორი ქვეყნის ერთობლივი თანამშრომლობის ნაწილია და 14-დან 17 ოქტომბრამდე იმართება. წვრთნებში, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის საბრძოლო გემები მონაწილეობენ.
ასევე ნახეთ: ევროპა ჩინური კაპიტალის გავლენის პირისპირ
მოსკოვი და პეკინი უფრო სამხედრო კუთხით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, უფრო ახლოს თანამშრომლობენ, იმ ფონზე, როცა მათი ურთიერთობა დასავლეთთან უარესდება.