სამთვიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ის რუსეთის დედაქალაქში აპრილში გამოიძახეს.
პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ჟენევაში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ დიპლომატები დაბრუნებაზე ვაშინგტონსა და მოსკოვში. რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი შეერთებულ შტატებში კვირა საღამოს ჩავიდა. ამ დრომდე უცნობია, როდის დაუბრუნდება მოსკოვს ამერიკის ელჩი ჯონ სალივანი.
ანტონოვი მოსკოვში მას შემდეგ გამოიძახეს რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, მკვლელი უწოდა.
ასევე ნახეთ: ლიდერების შეფასებები ბაიდენი-პუტინის სამიტის შემდეგორი ქვეყნის ლიდერები 16 ივნისს შვეიცარიაში შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრა შეაფასეს, როგორც პრაგმატული და არა მეგობრული. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია და უთანხმოებები ბევრ საკითხს შეეხება, მათ შორის კიბერ-შეტევებს, არჩევნებში ჩარევას და რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისინი არ ელიან, რომ შეერთებული შტატები შეწყვეტს რუსეთის „შეკავების“ მცდელობას. კრემლის პრესპიკერმა 16 ივნისის სამიტის შეფასებისას, აღნიშნა, რომ „პრაგმატიზმი და ფხიზელი“ დამოკიდებულება ორმხრივ ურთიერთობებში კრიტიკულია.
„სამიტის კონსტრუქციული, პოზიტიური შედეგები არ მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები შეწყვეტს მის მიერ რუსეთის შეკავების პოლიტიკას“, - განუცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში კვირას თქვა, რომ შეერთებული შტატები ამზადებს დამატებით სანქციებს, კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ: „არ მგონია, რომ მას სურს ცივი ომი ამერიკასთან,“- ჯო ბაიდენინავალნი 2021 წლის იანვარში, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს. სასამართლომ მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევისთვის 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიაში ნავალნი მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. გერმანიის დასკვნით, ის საბჭოთა კავშირში შექმნილი, ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნი ბრალს მისი მკვლელობის მცდელობაში კრემლს სდებს. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.