დღეს მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა სირიაში რუსი სამხედროების პატრულირებაში ხელის შეშლის გამო. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ვაშინგტონმა თქვა, რომ ამერიკელი სამხედროები რუსულ ავტომობილთან შეჯახების შედეგად დაშავდნენ. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის თავმჯდომარე ვალერი გერასიმოვმა ამერიკელ კოლეგას სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ რუსეთმა სირიაში ამერიკის ლიდერობით მოქმედი კოალიცია რუსული პატრულის გადაადგილების შესახებ გააფრთხილა.
ვაშინგტონი კი აცხადებს, რომ ინციდენტი მოსკოვთან შეთანხმებულ უსაფრთხოების პროტოკოლს არღვევს.