რესპუბლიკელები პრეზიდენტს აკრიტიკებენ

სენატორი მარკ რუბიო გადასახადების გაზრდის წინააღმდეგია
ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ფლორიდის შტატიდან მარკო რუბიო პრეზიდენტ ბარაკა ობამას ერისადმი მიმართვის ეკონომიკურ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას. რუბიომ განსაკუთრებული ყურადღება „თავისუფალ სამეწარმეო ეკონომიკაზე გაამახვილა,“ რომელიც ამერიკაში საშუალო ფენის გაძლირებას შეუწყობს ხელს, რაც ფედერალური მთავრობის მიერ დაწესებული პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავდება.

რუბიოს განცხადებით, ობამას პოლიტიკა, რომელიც გადასახადებსი გაზრდას ითვალისწინებს დააზარალებს იმიგრანტებს, რადგან ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას და სოციალური შეღავათების გაუქმებას.