ირანის პრეზიდენტმა კვირას, 6 მაისს გამოაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ გამოეთიშება ირანთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიღწეულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას, ვაშინგტონი ინანებს ამ გადაწყვეტილებას.
პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ დააკონკრეტა, რომ ამ შემთხვევაში აშშ, ისე როგორც არასდროს მანამდე, ამ გადაწყვეტილების შესახებ ძალიან ინანებს და აღნიშნა, რომ თეირანს გამიზნული აქვს დაძლიოს ამ საკითხთან მიმართებაში ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერი ძალისხმევა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აქამდე განაცხადა, რომ 12 მაისს გადაწყვეტს დარჩება, თუ არა აშშ ამ ბირთვულ შეთანხმებაში. პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ დატოვებს პაქტს, თუკი მასში შესწორებები არ შევა, მათ შორის ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვის ინიციატივა.