როუზ პრევეტმა ვაშინგტონს ხაჭაპური შეაყვარა
Your browser doesn’t support HTML5
ვაშინგტონს აჭარული ხაჭაპური ამერიკელმა ქალმა შეაყვარა და როგორც ამერიკელები ამბობენ, ის გურმანების რუკაზე დაიტანა. როუზ პრევეტის რესტორნის „კომპას როუზის“ ინტერნაციონალურ მენიუში 20 ქვეყნის კერძია, თუმცა, ყველაზე კარგად, მათ მაინც „აჭარული ხაჭაპური“ ეყიდებათ.