პრეზიდენტის მეტოქე საგარეო ტურნეს გეგმავს
შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. შესაბამისად შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გარდა, კანდიდატები ერთმანეთის საგარეო პოლიტიკურ კურსსაც აკრიტიკებენ. თუ როგორი იქნება ამერიკული საგარეო პოლიტიკა მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორის გამარჯვების შემთხვევაში, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი არკვევდა.
საარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი ამერიკის ეკონომიკურ სირთულეებს ეთმობა. თუმცა, ნევადას შტატში სამხედრო ვეტერანების წინაშე გამოსვლისას, რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა.
„მე დიადი ამერიკის შეურიგებელი დამცველი ვარ. ამერიკის ძალმოსილების არ მრცხვენია,“ - განაცხადა მიტ რომნიმ.
მან თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი პრეზიდენტის საგარეო კურსის კრიტიკას დაუთმო. რომნი ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან ამერიკის უფრო მკაცრ ურთიერთობას ითხოვს. ასევე მისი თქმით, ისრაელს ვაშინგტონმა უფრო ქმედითი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს.
„მე მსოფლიოში ამერიკის ლიდერობას არ დავთმობ. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მიზნები მკაფიოა და მისი მიღწევა შეგვიძლია,“ - განაცხადა რომნიმ.
რომნიმდე ასევე ვეტერანების წინაშე პრეზიდენტი ბარაკ ობამა წარსდგა. მან მეტოქისგან განსხვავებით შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა - ერაყში ომის დასრულებაზე, ავღანეთში სამხედრო კამპანიის შემცირებაზე და ალ-ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის განადგურებაზე.
„რადგანაც ჩვენ მსოფლიოში ლიდერის პოზიცია გვაქვს, ამერიკის მიმართ ახალი განწყობებია. უფრო მეტი რწმენაა ჩვენი ლიდერობის შესახებ. ჩვენ ამას მთელ მსოფლიოში ვხედავთ. როდესაც ხალხს ეკითხებიან, თუ რომელი ქვეყანა მოწონთ, ჩამონათვალში ამერიკა პირველ ადგილზეა,“ - განაცხადა ობამამ.
პრეზიდენტის მეტოქე მიტ რომნი საგარეო ტურნეს გეგმავს, ის ბრიტანეთში, ისრაელსა და პოლონეთში აპირებს ჩასვლას. მისი მიზანი, გამარჯვების შემთხვევაში საგარეო კავშირების გაღრმავებაა.
პრეზიდენტ ობამას საარჩევნო კამპანიის მრჩეველი რობერტ გიბსი ამბობს, რომ რომნის დაგეგმილი ვიზიტები ეს იქნება რესპუბლიკელთა კანდიდატის იდეების წარმოჩენის მცდელობა. თავისი ტურნეს ფარგლებში რომნი ბრიტანეთში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნასაც დაესწრება, საიდანაც ისრაელში გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. როგორც ცნობილია, ისრაელის მიმართ ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულებას რომნი მკაცრად აკრიტიკებს.
დენ სენორი რომნის საგარეო პოლიტიკის მრჩეველია. მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ ისრაელთან ისეთი პოლიტიკა აირჩია, რომელიც მისი აზრით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მხარდაჭერას გააძლიერებდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები მიუთითებს, რომ საგარეო პოლიტიკაზე უფრო მეტად ამომრჩეველს ეკონომიკური საკითხები და უმუშევრობა აწუხებს.