მიტ რომნი საპრეზიდენტო არჩენებში ოპონირებას პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაუწევს
მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად იქნა წარდგენილი, როგორც პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. ამით, კანდიდატის ნომინაციისთვის საჭირო გრზელვადიანი პროცესი დასრულდა, რომელიც იანვარში აიოვას შტატში დაიწყო. ყრილობის შესახებ დეტალებს ჩვენი მომდევნო სიუჟეტიდან შეიტყობთ.
რესპუბლიკელებმა ტრადიციული კენჭისყრის შედეგად კანდიდატად რომნი აირჩიეს. ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად კი რომნის მიერ ცოტა ხნის წინ დასახელებული პოლ რაიენი დამტკიცდა. რომნი და რაიენი საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპონირებას პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუწევენ.
ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი, რომელიც კონსერვატორი ამომრჩევლის ერთ-ერთი ფავორიტია, ყრილობის, ეგრეთ წოდებული, მთავარი სიტყვით გამოვიდა. მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადრება, რომლებიც რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანიის მთავარი თემები უნდა იყოს:
„არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე არ მინდა ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა ისტორიის წიგნებში წაიკითხონ როგორი იყო ამერიკის საუკუნეში ცხოვრება. მე არ მინდა, რომ მათთვის შთამომავლობით დატოვებული ერთადერთი რამ უზარმაზარი მთავრობა იყოს, რომელიც ხალხს ხედმეტად ბეგრავს, ზედმეტ ვალს იღებს და ამ დიად ერს მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად აქცევს. მე მინდა მათ ამერიკის მეორე საუკუნეში იცხოვრონ.“
ყრილობაზე სიტყვით გამოციდა მიტ რომნის მეუღლე ენი, რომელიც არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაააქტიურებს ძალისხმევას ქალების ხმების მოსაზიდად.
სიტყვით გამოსვლისას ენ რომნიმ მეუღლის პერსონალურ მხარეებზე ირაუბრა, რაც რესპუბლიკური პარტიის ძალისხმევის ნაწილი იყო, რომლითაც ისინი რომნის დაკავშირებას რიგით ამერიკელებთან ცდილობენ.
„ვერ გეტყვით რა მოხდება მომდევნო 4 წლის მანძილზე. ერთადერთი რისი გაკეთებაც დღეს შემიძლია არის ის, რომ როგორც დედამ, ცოლმა, ბებიამ და ამერიკლემა პირობა მოგცეთ, რომ ეს კაცი იმედებს არ გაგიცრუვებთ!“
მიტ რომნი მეუღლეს რამდენიმე წუთით სცენაზე შეუერთდა, რასაც დელეგატების მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.
საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტი ბარაკ ობამა რომნის უმნიშვნელოდ უსწრებს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში. ეს კი, სავარაუდოდ, ქალი ამომრჩევლების ხარჯზე ხდება, რომელთა უმრავლესობაც ჯერ აქტიურად უჭერს მხარს ობამას.
დემოკრატიული პარტიის ოფიციალურმა პირებმა ფლორიდის ქალაქ ტამპაში, სადაც რესპუბლიკელების ყრიდოლბა მიმდინარეობს, დროებითი შტაბი მოაწყეს, რომლის დანიშნულებაც პრეზიდენტის წინააღმდეგ ეკონომიკის რთული მდგომარეობის გამო მცდარი კრიტიკის დაფიქსირება და მასზა პასუხის გაცემაა.
მედილენდის შტატის დემოკრატი გუბერნატორი მარტინ ომალი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ჟურნალისტებთან საკონფერენციო ზარი გამართა:
„ეროვნულ დონეზე რომნის ეკონომიკური პოლიტიკა საშუალო კლასის მაერიკელებისთვის კატასტროფის მომტანი იქნება. ის ამრეიკულის საშუალო კლასს ვარ გაზრდის, პირიქით მის შევიწროებას გამოიწვევს.“
კონვენცია კულმინაციას ხუთშაბათს მიაღწევს, როცა რომნი ნომინაციის მიღების სიტყვით გამოვა. მის გამოსვლას ეროვნული მასთაბით ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გააშუქებენ. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ყრილობის განრიგთან დაკავშირებით, რადგან ქარიშხალი ისააკი მექსიკის ყურეში ხმელეთს მალე მიაღწევს, რასაც შეიძლება მასთაბური ნგრევა და ზარალი მოჰყვეს.