არასაკმარისად კონსერვატიული შეხედულებების გამო რესპუბლიკელთა გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს კანდიდატს
რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ მიტ რომნიმ პრაიმერები მოიგო. თუმცა, თვითონ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატს საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს, ვინაიდან რესპუბლიკელთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მას არასაკმარისად კონსერვატიული შეხედულებები აქვს.
ფლორიდის ქალაქ ტამპაში მისი ყოფილი მეტოქეებიც ჩავიდნენ, რომლებიც ახლა რომნის საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი გახდნენ და რესპუბლიკური პარტიის გაერთიანებას ცდილობენ. მათ შორისაა ჰერმან კეინი, რომელიც კონსერვატიულ ფრთაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ამერიკის ხმას“ მან განუცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რომნის და რაიანისთვის რესპუბლიკელთა ნდობა განამტკიცოს.
„თანდათან აგონდებათ ჩვენი მთავარი მისია. ამაში ბოლო შეხვედრებზე, სადაც სიტყვით გამოვედი და განსაკუთრებით, წუხანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ასე რომ ყველა ერთად ვართ,“ - აცხადებს ჯორჯიელი ბიზნესმენი.
პოლ რაიანის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევამ კონსერვატორები ძლიერ მოხიბლა. მიშელ ბაკმანი, წარმომადგენელთა პალატის წევრი მინესოტას შტატიდან, ამბობს რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს კარგად იცნობს:
„მიტ რომნი კლდესავით მყარად და სანდოდ გამოიყურება. მან იცის, როგორ უშველოს ამერიკის ეკონომიკას. პოლ რაიანსაც კარგად ვიცნობ, ექვსი წელი ვიმუშავეთ ერთად და მისი წარმატების მჯერა,“ - განაცხადა მან.
რომნიმ უკანასკნელ ხანს საგარეო პოლიტიკის ექსპერტების მხარდაჭერაც დაიმსახურა, მათ შორის პრეზიდენტ ბუშის დროს გაეროს ელჩის - ჯონ ბოლტონის. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ბოლტონმა განაცხადა, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა რესპუბლიკელებს არ მოსწონთ.
„მგონია, რომ რეიგანის პერიოდის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს უნდა დავუბრუნდეთ, ანუ მშვიდობას ძლიერი პოზიციიდან. გუბერნატორი რომნიც ამ პრინციპზე დგას და სწორედ ამას ამტკიცებს,“- აღნიშნავს ბატონი ბოლტონი.
მიტ რომნის მიზანი არამარტო რესპუბლიკური პარტიის გაერთიანება, არამედ მილიონობით დამოუკიდებელი ამომრჩევლის მიმხრობაც არის, რომლებსაც უკიდურესად მარჯვნივ გადახრილი კონსერვატიული იდეოლოგია არ მოსწონთ. პოლიტოლოგი ნორმან ორნსტაინი ამბობს, რომ რომნის ძალზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და საარჩევნო კამპანიაში მთავარი აქცენტი სხვა მიმართულებით უნდა გაკეთდეს:
„მან უნდა მოახერხოს მთავარი პლაცდარმის მკვეთრად წინ წამოწევა, რომელიც იმ იდეას ეფუძნება, რომ რომნი ობამასგან განსხვავებით წარმატებულ მართვას შეძლებს,“ - ამბობს ის.
ანალიტიკოსი ჯეფ გრინფილდი აღნიშნავს, რომ ობამას ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკა სრულებით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რომნიმ დამოუკიდებელი ამომრჩევლები გადაიბიროს. მან სპეციფიური, კონკრეტული ნაბიჯების ნუსხა უნდა წარმოადგინოს, რომლითაც ის ეკონომიკის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველყოფას შეძლებს.
მოახერხებს თუ არა მიტ რომნი დამოუკიდებელი ელექტორატის გულის მოგებას, ეს უახლოეს თვეებში გაირკვევა. ერთი რამ კი ბოლო ხანს გარკვევით გამოჩნდა: რესპუბლიკური პარტია კვლავ ერთიანია და ყოველი გზით შეეცდება პრეზიდენტ ობამას მეორე ვადით არჩევა არ დაუშვას.