რომის პაპი ჟენევაშია

რომის პაპი ფრანცისკე დღეს ჟენევაში შეხვედრის დროს კათოლიკებსა და სხვა ქრისტიანებს შორის მეტი ერთობის მიღწევას შეეცდება. პაპი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, სადაც 350 პროტესტანტი, მართლმადიდებელი და ანგლიკანური ეკლესიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ჟენევაში რომის პაპს შვეიცარიის პრეზიდენტი ალენ ბერსეტი და სხვა ოფიციალური პირები შეეგებნენ. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის განრიგი დღეს ეკლესიათა საბჭოს წევრებთან შეხვედრას და საეკლესიო სერვისის აღსრულებას მოიცავს.