ერაყის დედაქალაქში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ბაზა ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს და იქ ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბაზას 4 რაკეტა ესროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაღუპულა. ამ დრომდე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ერაყის სამხედრო ძალების ინფორმაციით, დასავლეთ ბაღდადში მათ სარაკეტო დანადგარს მიაკვლიეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა ირანის მაღალი რანგის გენერლის ლიკვიდაციის ორი წლის თავზე მოხდა, რა დროსაც ამერიკული დრონებით ყასემ სოლეიმანი მოკლეს. სოლეიმანი ისლამური რევოლუციის გუშათა ელიტური ძალების „ყუდსის“ მეთაური იყო.
სოლეიმანის ლიკვიდაცია 2020 წლის 3 იანვარს მოხდა. მას შემდეგ ხშირად ისმოდა გაფრთხილებები, რომ ამერიკულ ბაზებზე სირიასა და ერაყში საპასუხო თავდასხმა მოხდებოდა და სოლეიმანის მხარდამჭერები შურს იძიებდნენ.