„დრაკონი“ კოსმოსური სადგურისკენ მიემართება

კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ჩატანა ძალზე რთული და საპასუხისმგებლო მისიაა
კოსმოსურმა კაფსულამ, „დრაკონი“, რომელიც პირველად ისტორიაში კერძო კომპანიის „სპეისექსის“ მიერ არის შექმნილი, კვირას სტარტი ფლორიდის კეიპ კანავერალის სადგურიდან აიღო. ეს „დრაკონის“ პირველი ოფიციალური მისიაა და მან 445 კილოგრამიანი ტვირთი კოსმოსურ სადგურზე ოთხშაბათს უნდა ჩაიტანოს.

შეგახსენებთ, „სპეისექსმა“ კაფსულა პირველად ჯერ კიდევ ა.წ. მაისში გამოსცადა. წარმატებული სტარტის მიუხედავად, კომპანიის პრეზიდენტი გვენ შოტველი ამბობს, რომ კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ჩატანა ძალზე რთული და საპასუხისმგებლო მისიაა.

„თითოეული გაფრენით ცოდნას შევიძენთ და კაფსულას ვხვეწთ. იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში „დრაკონმა“ ასტრონავტთა მთელი ეკიპაჟი უნდა ატაროს, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის ყოველმხრივ სანდოა და ამმხრივ რასაც აღმოვაჩენთ და ვისწავლით, ყოველივე ისევ კაფსულის განვითარებას და მისი სანდოობის ზრდას მოხმარდება,“ - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა.