ოლიმპიადის მესამე დღე

ოლიმპიადის მესამე დღეს ასპარეზობა ტანვარჯიშში, ცურვაში, ფარიკაობაში, ქალების რაგბიში, ძიუდოში და სხვა სახეობებში იმართება

იბთიჰაჯ მუჰამადი, პირველი ამერიკელი ოლიმპიელია, რომელიც შეჯიბრზე ჰიჯაბით გამოვა. ის 28 წლის შავკანიანი მუსლიმია და 2011 წელს პირველი მუსლიმი სპორტსმენი ქალი გახდა, რომელიც შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა.

რაგბიც ოლიმპიადის დებიუტანტია. ოქროს მედლებისთვის ქალთა საუკეთესო გუნდები იასპარეზებს, მათ შორის იქნებიან კანადა, ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

ამერიკელმა მოცურავე ქეთი ლედეკიმ, კვირას, 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში საკუთარი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და ახლა 200 მეტრზე იასპარეზებს.