სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, პენსილვანიის შტატმა 3 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სერტიფიცირება მოახდინა, დაამტკიცა რა, რომ ჯო ბაიდენმა ეს არჩევნები მოიგო. ეს ინფორმაცია პენსილვანიის გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
პენსილვანიის მიერ არჩევნების შედეგების სერტიფიცირება ბაიდენის გამარჯვებას გარდაუვალს ხდის აშშ-ის რამდენიმე მერყევი შტატის საბოლოო შედეგებში.
გუბერნატორმა განაცხადა, რომ ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად პენსილვანიის წარმომადგენლები საარჩევნო კომისიაში ხმას პრეზიდენტად არჩეულ ჯო ბაიდენს და არჩეულ ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს მისცემენ.