ხარკივის ოლქში სოფელი კუპიანსკი, რომელიც კიევმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 6 თვეში რუსეთის ოკუპაციისგან დაიხსნა, კვლავ რუსეთის იერიშების სამიზნეა. კიევი იქიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციას ცდილობს. მშვიდობიანმა მოსახლეობამ კუპიანსკის სამი მიმდებარე დასახლებიდანაც ევაკუაციის ბრძანება მიიღო.