საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას გადახალისება ესაჭიროება
წარუმატებლობის აღიარება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის უსიამოვნო მომენტია. ეს არ ყოფილა გამონაკლისი არც რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის მიტ რომნისთვის არჩევნების ღამეს.
„არჩევნები დასრულდა. ჩვენი პრინციპები უცვლელი რჩება."
რომნის მომხრეები იმედგაცრუებული იყვნენ. ამ ეტაპზე კი რესპუბლიკური პარტია ცდილობს საარჩევნო კამპანიიდან მიღებული გაკვეთილები გაიაზროს.
პარტიის ბედმა ლუიზიანის რესპუბლიკელი გუბერნატორი ბობი ჯინდალიც დააფიქრა. „ჩვენ არ გვჭირდება პრინციპებზე დაფიქრება ან მათი მოდიფიცირება. თუმცა, ამ ეტაპზე მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ," - ამბობს ის.
ჯინდალი ერთ-ერთია იმათ შორის, ვინც რესპუბლიკელებს პარტიის კონსერვატიული რიტორიკის გადახედვას ურჩევს, უმცირესობებზე უფრო მეტ აქცენტს, ქალ და ახალგაზრდა ამომრჩეველზე დაფიქრებას და მათ მიმხრობას მოითხოვს. ეს ის ჯგუფებია, რომლებმაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამარჯვება განაპირობა.
ამავე აზრს იზიარებს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, კენ დუბერშტეინი, რომელიც პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს მსახურობდა.
„უმწიკვლობა არც მომგებიანი საარჩევნო სტრატეგიის და არც მართვის სტრატეგიის გამართლებული ფორმაა. პოლიტიკას ამერიკაში გაეცი და მიიღეს პრინციპი ახასიათებს. პოლიტიკა კი კომპრომისების ხელვნებაა," - ამბობს დუბერშტეინი და დასძენს, რომ რესპუბლიკური პარტია უფრო ინკლუზიური უნდა გახდეს. „უნდა დავანგრიოთ არსებული კედელი და ბარიერები, და არამც და არამც არ უნდა ავაშენოთ ეს დაბრკოლებები. რესპუბლიკურ პარტიას ამის განხორციელება ნამდვილად ესაჭიროება."
რესპუბლიკელებს სხვა გამოწვევებიც ეღობებათ. ამერიკაში თეთრკანიანი ამომრჩევლის რაოდენობა მცირდება მაშინ, როდესაც ესპანურენოვანი ელექტორატი იზრდება. ამასვე ამტკიცებს კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, მეთიუ დალეკი:
„რესპუბლიკური პარტია უბრალოდ ვერ იქნება ხანდაზმული, თეთრკანიანი კაცების პარტია, ან პროტესტანტი ამერიკელების პარტია. მათ უნდა მიიზიდონ შავკანიანი ამერიკელები, ლათინური ამერიკიდან მომავალი ამომრჩევლები, ქალები და ახალგაზრდები."
რესპუბლიკელი ოფიციალური პირების ნაწილი, მათ შორის რესპუბლიკელი ჯონ კილი, უკვე უკავშირდება ესპანურენოვანი ამერიკელების ნაწილს და მათ საემიგრაციო რეფორმის პოლიტიკის ხედვას აცნობს.
ამ ფონზე, ვაშინგტონში არსებული ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, თომას მანი ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა ტონი უნდა შეარბილონ: „კონსერვატიული განწყობები პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა დოგმატური ხედვები უნდა გამოირიცხოს. რესპუბლიკელებმა უნდა ისწავლონ ამერიკული პოლიტიკური წყობის მეინსტრიმთან მუშაობა, საინტერესოც კია იმის წარმოდგენა თუ როგორ დაძლევენ ამ გამოწვევას," - აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ რესპუბლიკური პარტიიის ხელახალი კონფიგურაცია განხილვის საგანი კიდევ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩება.