ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს დემოკრატების, მისი ოპონენტების დადანაშაულებას იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც ბავშვებს მათ მშობლებისგან ანცალკევებს, როდესაც ისინი მექსიკის საზღვარს კვეთენ.
„ბავშვებს მივხედავთ სწრაფად, ლამაზად და მყისიერად. ამ კანონის მიღება ჩვენს ქვეყანას დემოკრატებმა დააძალეს. საშინელებაა. საშინელებაა ბავშვების და მშობლების განცალკევებას როცა უყურებ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
რესპუბლიკელები უმრავლესობაში არიან კონგრესის ორივე პალატაში და არ არსებობს კანონი, რომელიც მშობლების შვილებისგან განცალკევებას მოითხოვს. არამედ ეს პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იქნა მიღებული, როდესაც ჯეფ სეშენსმა საზღვრის არალეგალური გადაკვეთისთვის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა განაცხადა. პრეზიდენტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა რაც კომპრომისული კანონპროექტი საიმიგრაციო საკითხებზე გასაჯაროვდა.
აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანის ავტორობითაა, ამბობს, რომ ბავშვები, რომლებიც მათ მშობლებთან ერთად კვეთავენ საზღვარს არალეგალურად, მშობლებთან ერთად უნდა დარჩნენ, რაც გულისხმობს, რომ მშობლები ბავშვებთან ერთად მოხვდებიან დაკავების იზოლატორში.
რაიანმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება უსაბუთო იმიგრანტების ოჯახების გაყოფას ამერიკის საზღვარზე.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი უნდა იყოს შეტანილი საიმიგრაციო კანონდებლობაში“, - განაცხადა რაიანმა.
აღნიშნული კანონპროექტი ლეგალურ სტატუსს აძლევს ახალგაზრდებს, რომლებიც ამერიკაში არასრულწლოვან ასაკში მშობლებთან ერთად ჩამოვიდნენ. ბევრი მათგანი პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის „დაკას“ ნაწილია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა.
ახალი კანონპროექტი მათ საშუალებას მისცემს ქვეყანაში განუსაზღვრელი დროით დარჩნენ ექვსწლიანი განახლებადი სტატუსით. „დაკას“ პროგრამით დაფარულ ახალგაზრდებს, კანონპრექტი დამსახურებაზე დაფუძნებულ ახალ სავიზო პროგრამას სთავაზობს.
ხუთშაბათს, იუსტიციის მდივანმა ჯეფ სეშენსმა ოჯახების განცალკევების პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ „ბავშვების ყოლა არ იძლევა იმუნიტეტს დაკავებისა და სასამართლო დევნისგან“.
„ჩვენ ბავშვებს არ ვაგზავნით ციხეში. კანონის მიხედვით, ბავშვები ვინც მშობლებთან ვერ რჩებიან [ჯანდაცვის დეპარტამენტის] მეურვეობის ქვეშ არიან 72 საათში“, - განაცხადა სეშენსმა.
ხუთშაბათს საღამოს თეთრმა სახლმა საკუთარი პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ კანონის აღსრულება „ძალიან ბიბლიური“ ნაბიჯია.