ლიბანის პარლამენტში შესაძლოა "ჰეზბოლას" მოკავშირეები მოხვდნენ

ლიბანის მედია არაოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრი საად ჰარირის პარტიამ მანდატების ნაწილი დაკარგა. დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოკავშირეებმა კი საგულისხმო წარმატება მოიპოვეს. თუმცა, სავარაუდოდ მთავრობას მაინც ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერი ჰარირი დააკომპლექტებს.

ქვეყანაში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველი ეროვნული არჩევნები ჩატარდა.

თუკი ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2009 წელს არჩევნებში მოსახლეობის 54 % მონაწილეობდა, წელს აქტივობა დაახლოებით 5 %-ით ნაკლები იყო.