შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ხუთშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრა გადადო. საკითხის დამტკიცების შემთხვევაში ამერიკის კონგრესში კანონმდებლებს ხმის დისტანციურად მიცემის შესაძლებლობა მიეცემოდათ, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნებოდა.
ამის ნაცვლად, სპიკერმა განაცხადა, რომ კონგრესმენების ორპარტიული ჯგუფი სხვა შეთავაზებას განიხილავს. ახალი წინადადების თანახმად, კანონმდებლები საკუთარ კოლეგებს სთხოვენ, ხმა მათ ნაცვლადაც მისცენ მაშინ, როცა ისინი წარმომადგენელთა პალატაში ფიზიკურად იქნებიან მისული კენჭისყრაზე.
ნენსი პელოსი თავს იკავებს შეცვალოს კენჭისყრის წესები, რომლებიც კონგრესის დაარსების შემდეგ არ შეცვლილა. სპიკერს მიაჩნია, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, ხმის მიცემის უსაფრთხოება ბოლომდე დაცული არ არის.