მოლაპარაკებები ახალ ფაზაში შევა, რადგან განახლდება აქტივობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე
ჟენევაში გუშინ მოლაპარაკებების ოცდამესამე რაუნდი დასრულდა. შეხვედრაზე, რომელსაც ქართული, რუსული, აფხაზური, ოსური მხარეები ესწრებიან ეუთოსა და ევროკავშირის, აგრეთვე აშშ–ს წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი წარმოადგენდა.
მისი განცხადებით, მოლაპარაკებები ახალ ფაზაში შევა, რადგან განახლდება საკითხი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე, რაც აქამდე ყოველთვის სადავო თემას წარმოადგენდა.
გრიგორი კარასინმა, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებებს რუსული მხრიდან ესწრება, განაცხადა:
"რაც შეეხება კონფლიქტის ზონას, აქ მშვიდობიანი მოსახლეობის ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე დაკავებებისა და გადმოცემების ფაქტები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ ოსურმა მხარემ ცხინვალში დაკავებული ორი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა. კიდევ ორი პირის გათავისუფლებას ისინი დღეს გეგმავენ, ხვალისთვის კი 18 წლის კირბალელ ახალგაზრდას ელიან სახლში. ის შეშის დასამზადებლად იყო წასული, რა დროსაც რუსმა მესაზღვრეებმა სოფლის მიმდებარე ტყეში დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს."
დავით სუჯაშვილმა, შსს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა გუშინ განაცხადა:
"ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებისთვის განსაკუთრებული პრობლემა უკანასკნელ პერიოდში მავთულხლართების გავლებამ შექმნა. საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, იქ, სადაც საზღვარი ოფიციალურად არ არსებობს, მისი ფაქტობრივი დემარკაცია არ შეიძლება. ამის მიუხედავად, სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე და ზოგჯერ სოფლებშიც, ისევე, როგორც ვთქვათ გუგუტიანთკარში, რუსი ჯარისკაცების მიერ მავთულხლართებია გავლებული."
ფირუზ ვანიევი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ცხოვრობდა, დღეს საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. ეს სოფელი მართალია ოკუპირებული არაა, მაგრამ ვანიევების, ისევე როგორც მისი სამი მეზობლის სახლი რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა. დღეს ეს ოჯახები საბავშვო ბაღებში ცხოვრობენ და დევნილის სტატუსსაც ვერ იღებენ იმის გამო, რომ კანონის თანახმად, მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ადამიანებს აქვთ უფლება სახელმწიფოს ამგვარი რამ მოსთხოვონ. მათ სახლი დაკარგეს, ის მავთულხლართებს მიღმა დგას, მაგრამ აღნიშნული ტერიტორია ოკუპირებულად ოფიციალურად არ ითვლება, ამიტომაც ვერც ვანიევები და ვერც ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი სხვა ოჯახები სახელმწიფოსგან ვერანაირი შეღავათით ვერ ისარგებლებენ.
ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ მავთულხლართების მოწყობის პროცესი ახალი დაწყებული არაა. ხურვალეთში და არაერთ სხვა ადგილასაც ის უკვე ერთი წელია არსებობს.