გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ანგარიში

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ანგარიში

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვაში 2011 წელს 1500 მდე ლტოლვილი და მიგრანტი უგზოუკვლოდ გაქრა ან დაიხრჩო. ძირითადად ეს იყვნენ მიგრანტები, რომლებიც აფრიკის ქვეყნებიდან ევროპისკენ მიემართებოდნენ.

სააგენტოს პრე-სპიკერის სებილა ვილკისის განცახდებით, მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით მეტია. მისი თქმით, მონაცემები დაახლოებით რიცხვს აჩვენებს და შესაძლოა ბევრი ისეთი ნავი ჩაიძირა, რომლის განაცხადიც ოფიციალურად არ გაკეთებულა.

„ ყველა მონაცემებით ეს საშინელი წელი იყო. ძირითადად, ტუნისსა და ლიბიაში რეჟიმების დამხობას მოჰყვა ევროპისკენ გზის გახსნა. გამოუვალი მგდომარეობით კი ისარგებლეს ტრეფიკერებმა და ეს უსუსური ხალხი მოექცა სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში.“

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე მოქმედი ტრეფიკერები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. მათ სხვადასხვა მეთოდები გაქვთ. ადენის ყურეში ისინი ხშირად ძარცვავენ და კლავენ ეთიოპიელ და სომალელ ლტოლვილებს:

„ რამდენადაც ჩვენ ვიცით თავად ტრეფიკერები ნავში არ სხდებიან. ისინი აგროვებენ ხალხს, სვავენ ნავებში და უბრძანებენ თავად მართონ ის. ასეთ შემთხვევაში ისინი იკარგებიან ზღვაში და უმთავრდებათ წყალი. ნავზე არეულობა იწყება მგზავრებს შორის. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნავები ყოვლად გაუმართავია.“

როგორც გაეროს ლტოლვილთა და მიგრანტთა სააგენტო აცხადებს, მარტო 2011 წელს ევროპაში 58 ათასი ლტოლვილი ჩავიდა აფრიკიდან:

„ მათგან უმრავლესობა იტალიაში ჩავიდა, დაახლოებით 56 ათასი. დანარჩენებმა გემებით მალტისა და საბერძნეთის სანაპიროებს მიადგნენ.“

მიუხედავად უამინდობისა, 2012 წლის დასაწყისიდან დღემდე ლიბიიდან სამმა გემმა სცადა ევროპამდე ჩაღწევა. ერთ-ერთი მათგანი, რომელზეც სავარაუდოდ 55 ადამინი იყო, ძრავის გაუმართაობის გამო 14 იანვრიდან ძებნაშია. გასულ კვირას კი წყალმა გამორიყა 15 სომალელის ცხედარი, აქედან 12 იყო ქალი , ორი მამაკაცი და ერთი ბავშვი, ამის შესახებ ლიბიის სანაოსნო სააგენტოს ოფიცილურმა პირებმა გააკეთეს განცხადება.

სიბელა ვილკისის განცხადებით ლტოლვილთა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით სომალელები არიან, რომელთაც ლიბიაში გაუსაძლისი პირობებში უწევთ ცხოვრება. ევროპაში გაქცევა დისკრიმინაციის გამო კი ერთადერთი გამოსავლია:

„ლტოლვილებისთვის სომალიდან და ერითრეადან სახლში დაბრუნება არჩევანს არ წარმოადგენს. ამიტომაც მათ უწევთ მსგავს სახიფათო მგზავრობაზე დათანხმება“

ისინი ვინც ევროპამდე აღწევს, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს და ევროპის ჰუმანიტარული სამსახურის თანამშრომლებს ხვდებიან. გაერო თავის მხრივ მიესალმება გასაჭირში ჩავარდნილი ნავების გადარჩენისთვის იტალიის, მალტისა და ლიბიის მხრიდან გაწეულ სამუშაოს. გაერო ასევე მოუწოდებს ხმელთაშუა ზღვაში მცურავი გემის კაპიტნებს ყურადღებით იყვენენ გზააბნეული გემების მისამართით , რომელთაც ლტოლვილები გადაჰყავთ.