ამერიკა-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ ომის ალბათობა „ყოველდღიურად იზრდება“. გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთხელ, წარმატებით გაუშვა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა ორშაბათს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთო წვრთნები დაიწყეს. ხუთდღიანი ყოველწლიური სამხედრო წვრთნაში ამჯერად სამხრეთ კორეის შეიარაღებასთან ერთად მონაწილეობს 230 სამხედრო თვითმფრინავი და 12 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე პირი.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წვრთნა ყოველწლიურად ტარდება, ის წელს მაინც გამორჩეულად ფართომასშტაბიანია და ამასთან, წვრთნები ჩრდილოეთ კორეის მიერ საკუთარი თავის „ატომური იარაღის მქონე“ ქვეყანად გამოცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.

სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წვრთნები ასევე მოიცავს სიმულირებულ თავდასხმებს ჩრდილოეთ კორეის ატომურ და ბალისტიკურ სამიზნეებზე.