ქართული ეკონომიკის აღდგენას წლები დასჭირდება
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში ეკონომიკის აღდგენას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებს. ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის ონლაინ ღონისძიებაზე ექსპერტებმა რეგიონში პანდემიით დაზარალებული ქვეყნების სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელეს.