საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ
ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა - ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში „ნატო"-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ აკეთებს.
„დიდი წუხილი გამოვთქვი სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. ბატონმა გენერალურმა მდივანმა დამარწმუნა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში ისევ განიხილება და კომიტეტის ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება. ამავდროულად, მე პირადად დავპატიჟე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოში, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ინტეგრაციას ნატოში“ - განაცხადა პრემიერმა ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე განმარტება გააკეთა იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც სკანდალურ საგამოძიებო პროცესებს უკავშირდებოდა. მისი თქმით, შეშფოთება მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ გამოძიება და პროცესები შეიძლება პოლიტიკურად იყოს მოტივირებული და ეს ქვეყნის ინტერესებისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.